products

ჩვენს შესახებ

კომპანია დაარსდა 2014 წელს, მისი დაარსების მიზანი იყო ფერმერთა  საკონსულტაციო ცენტრის შექმნა , ფერმერების დახმარება და შესაბამისად მომსახურების სერვისს გაუმჯობესების მიზნით -პესტიციდების და აგროქიმიქატების სარეალიზაციო ობიექტების გახსნაც.. კომპანიას აქვს ორი სავაჭრო ობიექტი ერთი ქ.თბილისში  მეორე წყალტუბოს რ-ნის სიფელ პატრიკეთში . კომპანიაში ჩართულია ორი მეცნიერ თანამშრომელი კომპანიის დირექტორი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი -ირაკლი ცერცვაძე და თანადამფუძნებელი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა ცერცვძე. კომპანიამ ხუთი წლის წინ წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფშკვითში შეიძინა მიწის ფართობი სადაც მოეწყო ბიოდინამიური მეურნეობა, მარწყვის და ჟოლოს და მაყვლის  სათბურები, კურკოვანი ხეხილის ბაღი (ბალი, ალუჩა ვამატებთ ტყემალს....), ჟოლოს პლანტაცია, მარწყვის სანერგე , ასევე განვავითარეთ მცირე მეცხოველეობა კერძოდ -შვეიცარული თხების მიკრო ფერმა. სამომავლო მიზნად  დასახული გვაქვს კენკროვნების დაფასოვება და სამარკეტო ქსელში შეტანა, რაც ქართული ბაზრისათვის სრულიად სიახლეა, განსაკუთრების ჟოლოს და მაყვლის სასათბურე პირობებში მოყვანა დღემდე არ არსებობს ქვეყნის არცერთ  რეგიონში

ჩვენს შესახებ
მაღალი ხარისხი

მაღალი ხარისხი

კვალიფიციური კონსულტაცია

კვალიფიციური კონსულტაცია

სწრაფი კურიერული მომსახურება

სწრაფი კურიერული მომსახურება

დაცული გადახდის სერვისი

დაცული გადახდის სერვისი